Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ შვიდი ჯარისკაცი შეიწირა


ავღანეთში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, დაჭრილები არ არიან. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ავღანეთის ხელისუფლება, ჩვეულებრივ, თალიბანს აკისრებს ასეთ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG