Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხანძრეები შიმშილობის აქციას მართავენ


საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების შიმშილობის აქციას კიდევ რამდენიმე თანამშრომელი უერთდება. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ხუთმა მეხანძრე-მაშველმა შიმშილობა დღეს დაიწყო. სახანძრო სამსახურთან კარავია გაშლილი, სადაც მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ დარჩენას. აქციის მონაწილეები სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული შვიდი თანამშრომლის აღდგენას და დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის მოხსნას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG