Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინაში დიალოგის და კოალიციური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულე უკრაინის ლიდერებს და ოპოზიციას მოუწოდებს „გადაუდებელი ნაბიჯები“ გადადგან კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, რათა გადაიჭრას თითქმის სამი თვის განმავლობაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი. „ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას მეტი უსაფრთხოება სჭირდება და არა დაუსჯელობა. მას სჭირდება უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა, ზეწოლის და დევნის დასრულება, ძალადობის აქტების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან, აქვე ვიტყვი უცნაურ ფაქტორზე, რომელიც საავადმყოფოში მისვლით აღმოვაჩინე - უცნაური და მიუღებელია ის, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში პოლიციას მიჰყავს და არა სასწრაფო დახმარებას“ - განაცხადა ფიულემ. ამასთან, მან ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინაში ორივე მხარეს მოუწოდა საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისკენ, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას შეამცირებს და პარლამენტისას გაზრდის.
XS
SM
MD
LG