Accessibility links

თურქეთის პარლამენტმა მთავრობას სასამართლოზე კონტროლი გაუზარდა


თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას კონტროლის მექანიზმებს უზრდის მოსამართლეების და პროკურორების დანიშვნის პროცესებზე. კანონპროექტის შესახებ დისკუსია პარლამენტში პარასკევს განახლდა, მიუხედავად ინიციატივის კრიტიკისა ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. კანონპროექტის განხილვას პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოჰყვა, დაშავდა სულ მცირე ერთი დეპუტატი. ის, თუ ვინ გააკონტროლებს მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოს - რომელიც სასამართლო ხელისუფლების მაღალი რანგის ფიგურებს ნიშნავს - წარმოადგენს მთავარ კონფლიქტს პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს, ფეტულა გულენს შორის. გულენმა, რომელიც თურქეთის ელიტების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, წლების განმავლობაში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში ნდობის მოპოვება შესძლო. ერგოანი გულენს ბრალს სდებს კორუფციის თაობაზე გამოძიების დაწყებაში - რომელიც, ერდოანის აზრით, მისი დამხობის მიზანს ემსახურება.
XS
SM
MD
LG