Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ხუთი ბოშა ბავშვი დაიჭრა აფეთქებაში


მაკედონიის პოლიცია იძიებს ქალაქ ტეტოვოში მომხდარ აფეთქებას, რომლის შედეგადაც ხუთი ბოშა ბავშვი დაიჭრა. გამოძიება ადგენს, თუ რა სახის მოწყობილობამ გამოიწვია აფეთქება. არსებობს ვერსია, რომ ინცინდენტი 2001 წლის ბრძოლების შემდეგ დარჩენილი ხელყუმბარის, ან ტყვია-წამლის აფეთქებამ გამოიწვია. ორი 14 წლის გოგო, რომლებმაც აფეთქების შედეგად სერიოზული ჭრილობები მიიღეს კიდურებსა და გულმკერდის არეში, - სკოპიეს ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი. დანარჩენი სამი ბავშვი კი ტეტოვოს ჰოსპიტლიდან, მკურნალობის შედეგად, უკვე გაწერეს. ქალაქი ტეტოვო მაკედონიის ეთნიკური ალბანური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ქალაქი წარმოადგენდა ბრძოლის ველს მაკედონიის სამთავრობო ჯარებსა და ალბანურ პარტიზანებს შორის 2001 წელს, რაც იმავე წლის ზაფხულში ოჰრიდის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
XS
SM
MD
LG