Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ ცნო ქუთაისის სასამართლომ


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ ცნო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. მისი დღევანდელი განაჩენით, მერაბიშვილის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჭიაბერაშვილს კი 50 ათასი ლარის ჯარიმა შეეფარდა. მათ წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე შარშან აღძრა უმუშევართა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამის პარტიული მიზნებით გამოყენებისთვის და ბრალად დასდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონ 200 ათასი ლარის მითვისება-გაფლანგვა. პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს დამატებით წარუდგინა ძალის გამოყენებით სხვისი ქონების დაუფლების ბრალდებაც. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში ცნო და 5 წლიანი პატიმრობის შეფარდების გარდა, 1 წლით და 6 თვით აუკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება. მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებითვე, ზურაბ ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სამსახურებრივი გულგრილობის კვალიფიკაციით შეეცვალა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები.
XS
SM
MD
LG