Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: დასავლელი პარტნიორები მზად არიან უკრაინის დასახმარებლად


დასავლელი პარტნიორები მზად არიან გაუწიონ ფინანსური დახმარება უკრაინას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში არჩეული იქნება ახალი დემოკრატიული ხელისუფლება. ამის შესახებ განაცხადეს ფრაქცია „ბატკივშინას“ და „უდარის“ ლიდერებმა არსენი იაცენიუკმა და ვიტალი კლიჩკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ. იაცენიუკის სიტყვებით, რომელსაც „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს, დასავლელი პარტნიორები მზად არიან გაუწიონ შესაბამისი მხარდაჭერა უკრაინის ახალ ხელისუფლებას: „როდესაც მე ვლაპარაკობ უკრაინის ხელისუფლებაზე, აქ იგულისხმება არა კორუფციული ხელისუფლება, რომელიც რეჟიმის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ის ხელისუფლება, რომელიც მაღალ ნდობას იმსახურებს, პირველ რიგში კი დასავლელ პარტნიორებში“, - განაცხადა იაცენიუკმა ორშაბათს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე სიტყვებით, შეხვედრაზე განხილული იყო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები და საერთაშორისო ინსტიტუტების და ევროკავშირის კრედიტები.
XS
SM
MD
LG