Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში განიხილავენ უკრაინაში დამნაშავე პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე უკრაინაში შექმნილ ვითარებაში დამნაშავე პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ფინანსურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში ძალადობასა და ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი", - ნათქვამია ჰერმან ვან რუმპეს განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეშფოთებული არიან უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის ძალადობრივი ესკალაციით. "ევროკავშირი გმობს ურაინის ხელისუფლების მიერ ძალის გაუმართლებელ გადამეტებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარების დეესკალაცია და უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, რათა ძალის გადამეტებით გამოყენებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ", - აღნიშნავს ჰერმან ვან რუმპე.
XS
SM
MD
LG