Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვა უკრაინაში შექმნილი ვითარების შეფასებით დაიწყო


უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გუშინაც მოუწოდა ვიქტორ იანუკოვჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გადამწყვეტი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას ხელისუფლებამ- ინდივიდუალური ადამინის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა. მარგევლაშვილმა ყოველწლიურ მიმართვაში ხაზი გასუვა ევროპელი ლიდერების მხარდაჭერას საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და პირობა დადო, რომ საქართველოში ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება. საქართველოს პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების დროს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირეობის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG