Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას


უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი საქართველოს პარლამენტმა. დეპუტატებს წუთიერი დუმილის თხოვნით მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარლამენტში წარსდგა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით უკრაინის ხელისუფლება გადავიდა ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ გამოთქვა იმედი, რომ ევროპელი ლიდერების შუამავლობით უკრაინაში საბოლოოდ მოხერხდება პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, რაც უკრაინის საზოგადოებას მშვიდობამდე მიიყვანს.
XS
SM
MD
LG