უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს განცხადებით, ის გერმანიაში მკურნალობას აპირებს. ტიმოშენკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, მან მიიღო კანცლერ ანგელა მერკელის წინადადება გერმანიაში მკურნალობის თაობაზე. ტიმოშენკო, რომელსაც ზურგის ტკივილი აწუხებს, გერმანიაში ჩავა მას შემდეგ, რაც ირლანდიაში დაესწრება ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს. ეს შეკრება 6 მარტს იწყება. ტიმოშენკო შაბათს გამოვიდა საპატიმროდან მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიემხრო ზომებს მის გასათავისუფლებლად. იულია ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატირობა პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობისათვის.
ყველაზე პოპულარული
1