Accessibility links

logo-print

მთავრობა ბოსნიელებს ცხოვრების დონის ამაღლებას ჰპირდება


ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერ-მინისტრი ვეკოსლავ ბევანდა აცხადებს, რომ მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება არის სწრაფი გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან. ბევანდამ ეს რემარკა გააკეთა ორშაბათს ლონდონში არსებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ინვესტიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და უმუშევრობის გამო, თვის დასაწყისში ბოსნია მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ზოგჯერ კი ადგილი ჰქონდა ძალადობას და არეულობას. ბოსნია-ჰერცეგოვინაში უმუშევრობის დონე 40 %-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG