Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფეხურზე სიარული მოვლენების ფონზე


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ბიუროკრატია, მასთან მავალი საფეხურები, მაკლულატურა, კანონები და ცვლილებები- სულ ის ჩამონათვალია, რაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ერთი ქართული ფილმიდან ნოველა გამახსენდა, სადაც ზევიდან დარეკილი ქვევთ მყოფებს ერთმანეთის დაბრალებით ძირავს მართველობის ჭაობში. გალაქტიონის “მე და ღამე” მოვიშველიებ, “როცა ახლა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება”, მართლაც იწვის უკრაინა ალებულ ცეცხლში. შეიძლება ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ სიტაუცია ისე განვითარდა უკრაინის მოვლენებთან ირიბად მაინც კავშირშია. რამდენათ ღირს მსხვერპლი იმად რომ წინ წავიწიოთ თუნდაც ერთი ნაბიჯით? ნუთუ მარტო ასეთი ხერხებით შეიძლება ბრძოლა, იმისათვის რომ სკამები დავიკავოთ?.. ხშირად კიბებზე ასვლისას ნაბიჯი უკან დამიწევია, იქნებ სასურველია ბევრმა მთავრობის წევრმა მაგალითი აიღოს. დათმობა, უკან დახევა საზოგადოების აზრის გათვალიწინება კრიტიკულ შემთხვევებში აუცილებელია. არ მინდოდა ამ თემას შევმხებოდი, როგორც სოჭის ოლიმპიადას, მაგრამ უკონტნოლობა მოვლენების რას არ დაგაწერინებს.
2008 წლსი ომის დროს ბათუმში ვიყავი, იქაც გვერდიდან ვუყურებდი მოვლენებს, ცხრა აპრილის დროს პატარა ვიყავი, კი ვაცნობიერებდი რაღაცეებს, მაგრამ არა ისე როგორც ახლა და ბათუმში ყოფნისას. ცოდვა გამხელი ჯობს სანაპიროზე მაინც დავდიოდი, დაცარიელებულ ზღვაში ვბანაობდი, რუჯს ვიღებდი. იმ წელსაც ოლიმპიადა იყო, წელსაც თავისუფლების მებრძოლ უკრაინელებს ოლიმპიადის წელი დაემთხვა. ორი ქვეყნის ისტორია გარდა იმისა რომ ერთ დათვს ებრძვის, მათ მორის ისტორიებშიც ბევრი დამთხვევა. გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენ ხომ ყოფილი საბჭოთა კვშირის, დსთეს და რუსეთის კლანჭების მსხვერპლი ვართ. ალბათ წლები დაგვჭირდება ამის ჩამოსაშორებლად. ევროპა და ამერიკას კი მაშინ აწყობს ჩვენთან მეგობრობა, როცა მათვის მისაღები და მნიშვნელოვანი ვხდებით. ბევრი როგორც ყველა იქაც და აქაც დუმს, დუმილი ისეთ დროს როცა ჩვენ ძმებს უჭირს, თითქოს ხელები დაუბანია ყველას, კი წუხილს და სამძიმარს გამოხატავენ. თავად იანუკოვიჩმა სამგლოვიარო დღები გამოცხადა. მაგრამ ხომ იყო შესაძლებელი დათმობა, კომპრომისზე წასვლა და სიტყვა - არა რუსეთი - ხო ყველას ეშინია ამის თქმა, ჩვენ მთავრობასაც კი. ხო გავიქცეთ ოლიმპიადაზე კიდევ გავიქცეთ, იქნებ დროშის ფრიალში 49-დან წინ წავიწიოთ. ხანხადან სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს მგდომარეობა. სოციალურ ქსელებში წავაწყდი უკრაინელები ჩვენზე მაგრები აღმოჩდენენო, ამ ფაქტების შემდეგ მოთხილამურებმა უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე. მახსოვს იურმალას პრიზის აღებაზეც უარი განაცხადა დუეტ “ჯორჯიამ”. ამიტომ განსხახვებას ვერ ვხედავ ამ ორ საქციელს შორის გარდა იმისა ჩვენ ომში ჩავებით. ჩვენ შემთხევაშიც სისხლის ღვრით დამთავრდა. სამწუხაროა ჩვენი ორი მოქალაქის დაღუპვა. არ აქვს ნიშვნელობა რომელი ქვეყნისთვის იბრძვი, მთავარია მხარში დგომა და ბრძოლით გატანა.
უკრაინა ასეთ ჭიდილშია ხოლო ჩვენი პოლიტიკოსები არადეკვატურ გამოთქმებში და ერთმანეთის ცემა ტყეპაში. ახლა ცემა ტყებაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, სერიების გადაღება შეიძლება, კარგი რეჟისორი და ეგაა. რადგან მსხვერპლზე წავიდა საუბარი სულ ახლახან ახლაგაზრდა ბიჭი ბიოს ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. აქტუალური გახდა ისევ დეკრილიმინიზაცის ამბავი. რა არის ის სიამოვნება, რომელიც სიკვდილს იწევვს? საშინელი სენი. ვის დავაბრალოთ? საკუთარ თავს. სტუდენტობისას ერთიც მიმიღია და მეორეც, არ გეგონოთ ნარკოტიკი, უბრალოთ სიგარეტს და სასმელს ვგულისხმობ, პირველი შემთხვევა სუსტი ბრონხების გამო, ხოლო მეორე ქეიფისას გულის ყრით დასრულდა. მაშინ განუცხადე ჩემს თავს რომ ორივეს დავასამარებდი. ადვილი აღმოჩნდა მიტოვება, რადგან მემაიმუნე ვიყავი ორივე საქმეში. არავის ბრალი ისე არაფერია როგორც საკუთარი თავის ნებისმიერ საქმეში, იანუკოვიჩის არ იყოს მიშასავით ოფლს იწმენდს. ყველა გაუგებრობას ისიც დაემატა რომ ენოტი გამოცხადდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დირქტორთა საბჭოს წევრად ან მეტსაც გეტყვით დირექტორად. უკრაინა, ოლიმპიადა, ნარკომანია, დეპუტატების ჭიდილი, ენოტი - (რაღაც აბდაუბდა გავს) რა უნდა იყოს ისე მგრძნობიარე რამდენიმე დღის ამბებისთვის ცოტა ზედმეტიც ხომ არა, ალბათ ესეცაა საფუძველი რომ მასალას უკვე ერთ დღეში ვასრულებ, ზოგჯერ დღეები რომ მჭირდებოდა. ამას წინათ კოლეგამ საინტერესო ბლოგი შემოგვთავაზა ნაგავზე, მეც მინდა თან კონკრეტულად სადარბაზოს ნაგავზე დავწერო ორი სიტყვა. სადარბაზოს კიბები ქაღალდის ფურცლებით, სიგარეტის, კამფეტის თუ შოკოლადის კოლოფებითა სავსე, გეგონება საფეხურებზე ფეხს რომ დებ ფოთლებივით შრიალებს, ხოდა ამ ნაგავში რომ ავღმოჩნდები, ვფიქრობ რა სიბინძურე ხვდება ყველა იმ ადამიანს ვინც ასე ადის საფეხურებზე, ხდება უგულო, ეკარგება ადამიანური თვისებები, იწყებს ბინძურ თამაშებს, ისე შედის როლში ხშირად პატიოსანი ადამიანისაც უკვირს. ხოდა თავისუფლების მებრძოლი პატიოსანი ხალხი აქამდე არ თმობს პოზიციებს და იბრძვის, იბრძვიან და მეთაურები ამ საფეხურებზე ამსვლელები დიალოგზე არ მოდიან. პოლიტიკის პრიციპი გადაუხვეველია, თუ გინდა ამერიკის და ევროპის იყოს. ბრძოლა წესების გარეშე ტყული სვლა არ არის დიდი სპორტისკენ. მივედით იმ კითხვამდე სპორტი თუ პოლიტიკა მავანი იძახიან არა კავშირშიო ვერ დავეთანხმები, ხშირად მეტოქეს მოტყუება გჭირდება მის დამარცხებაში. ასპარეზობა კი უკან დახვევისთვის, ასე შევაფასებდი ბოიკოტს უკრნაინელი სპორცმენებისას.
დეზიფექცია გვესაჭიროება ყველას, როგორც ჩემს სადარბაზოს, იმ ადამიანებს ვინც სადარბაზოს გავლით გაივლის, შრიალს დაიწყებს ნაგავში. დასუფთავება ჯერ საკუთარი სახლიდან იწყება. ვყრი ნაგავს, მაგრამ სხვები არა. როგორც არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ურთიერთობას, ვაბრალებთ რაღაცეებს, სიცოცხლეს ჭუჭყით ვსვრით. დაუმორჩილებელი ვხდებით წესების, უფროსების, ეტიკეტი, ეთიკის, ყველაფრის წინაშე. შეგვიძლია ერთი საფეხურიდან ისე ვკრათ ხელი მეორეს ნერვი არ შეგვიტოკდება, წამწამებს არ დავახამხამებთ. პოლიტიკური დაბოლება კი ნაცადი ხერხია, გვირჩევნია ამით დავბოლდეთ ვიდრე სიცოცხელს არ გაუფრთხილდეთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG