Accessibility links

logo-print

ნატო იწყებს ავღანეთიდან ჯარების მთლიანად გაყვანის გეგმაზე მუშაობას


ნატოს თავდაცვის მინისტრების განცხადებით, ალიანსი იწყებს წლის ბოლოს ავღანეთიდან ჯარების მთლიანად გაყვანის გეგმაზე მუშაობას. ეს განცხადება გაკეთდა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. ნატოს თავდაცვის მინისტრების განმარტებით, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უარი შეერთებულ შტატებთან უკვე მომზადებული, 2014 წლის შემდეგ უცხოელი ჯარისკაცების სტატუსის განმსაზღვრელი შეთანხმების ხელმოწერაზე, ამცირებს ასეთი შეთანხმებბის გაფორმების შანსს. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, „აუცილებელი“ სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე ნატოს ჯარები ვერ დარჩებიან ავღანეთში. აქამდე ნატო გეგმავდა თავისი ჯარების ნაწილის დატოვებას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ, ავღანელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად და დასახმარებლად. ჰამიდ კარზაი, რომელიც წელს, აპრილის არჩევნების შემდეგ დატოვებს ავღანეთის პრეზიდენტის პოსტს, ცდილობს დათმობებზე დაიყოლიოს ვაშინგტონი, უსაფრთხოების შესახებ ორხმრივი შეთანხმების კონტექსტში.
XS
SM
MD
LG