Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის ანგარიში გმობს ავტორიტარული მთავრობების ძალადობას


თავის ახალ ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპონენტების ჩახშობის მიზნით ავტორიტარული მთავრობების მიერ უშიშროების ძალების გამოყენებას. „2013 წელს მსოფლიოს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარების შესახებ“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი რეპრესიული ზომები ხელს უშლის ხანგრძლივ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც მათ მიმართავენ. სპეცსამსახურების თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების და თავისუფლებათა დარღვევისთვის, თუ სახელმწიფო ცდილობს განავითაროს დემოკრატია, წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დოკუმენტში, რომელიც შეიმქნა პერიოდში, როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 65-ე წლისთავი აღინიშნება, ასევე აღნიშნულია, რომ დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი ავტორიტარული მმართველობის პირობებში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG