Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ავღანელ კოლეგას შეხვდა ნატოს შტაბ-ბინაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ავღანეთის საერთაშორისო მისიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის ახალი ოპერაციის დეტალები განიხილეს. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ. ირაკლი ალასანიამ ავღანელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს რეფორმების განხორციელების პროცესში.
XS
SM
MD
LG