Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს ყირიმში შექმნილი ვითარების განხილვას


უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იმსჯელოს ყირიმში შექმნილ ვითარებაზე მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა პარასკევს კონტროლი დაამყარეს რეგიონის ორ აეროპორტზე. ამ მოქმედებას უკრაინაში უწოდეს რუსეთის ჯარების „სამხედრო ინტერვენცია“. ცნობების თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უარყოფს მომხდართან მისი ჯარისკაცების კავშირს. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენობას. ევროპის კომისიამ ყველა მხარეს მოუწოდა თავშეკავებისაკენ.
XS
SM
MD
LG