Accessibility links

logo-print

პუტინი გამოდის მოწოდებით, თავიდან იქნეს აცილებული უკრაინაში ძალადობის გაგრძელება


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკრაინაში ძალადობის გაგრძელება და მალე უნდა მოხდეს ვითარების ნორმალიზება. კრემლი იუწყება, რომ პუტინმა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი ეს დამოკიდებულება გამოხატა სატელეფონო საუბრებში, რომლებიც პარასკევს გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროკავშირის ლიდერ ჰერმან ვან რუმპესთან. კრემლის მიერ ამ ცნობის გავრცელებას წინ უსწრებდა უკრაინის ახალი მთავრობის განცხადება, რომ რუსეთის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ორ აეროპორტზე უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონში, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს, ეთნიკური რუსები შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, დევიდ კამერონთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
XS
SM
MD
LG