Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პარლამენტს უკრაინაში რუსეთის ჯარის გამოყენების ნებართვას სთხოვს


კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარლამენტის ზედა პალატას მიმართა თხოვნით, უფლება გასცეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კრემლის თანახმად, პუტინმა ეს განაცხადი შეიტანა "უკრაინაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარების და რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის" გამო. პუტინი რუსეთის ჯარის გამოყენებას ითხოვს "ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციამდე".
XS
SM
MD
LG