Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აყენებს პირობას დასავლეთთან მოლაპარაკების დასაწყებად


რუსეთი თანახმაა აწარმოოს მოლაპარაკებები დასავლეთთან მხოლოდ და მხოლოდ 21 თებერვლის შეთანხმების შესრულების შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს: „რუსეთი უახლოეს დღეებში განიხილავს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. რუსეთის მხარისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორი პირობა: 21 თებერვლის შეთანხმების შესრულება, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური რეფორმის ჩატარებასა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. ამ მოლაპარაკებებში წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალა“. შეთანხმება, რომელიც უკრაინის ჩამოგდებულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის 21 თებერვალს შედგა, ითვალისწინებდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2014 წლის დეკემბერში. თუმცაღა მოგვიანებით, უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა.
XS
SM
MD
LG