Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას


არასამთავრობო ორგანიზაციები გეგუთის N14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ფაქტზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, რათა გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გარდა ამისა, ორგანიზაციების შეფასებით, უმნიშვნელოვანესია დადგეს გეგუთის N14 დაწესებულების იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც შეეძლოთ მოეხდინათ სათანადო რეაგირება პატიმართა შორის დაპირისპირებაზე და თავიდან აეცილებინათ ასეთი მძიმე შედეგით ინციდენტის დასრულება. "გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში.
XS
SM
MD
LG