Accessibility links

logo-print

ევრომაიდნის აქტივისტებს თავს დაესხნენ პრორუსული აქციის მონაწილეები


ოთხშაბათს, საღამოს დონეცკში, ლენინის მოედანზე ევრომაიდნის აქტივისტებს თავს დაესხნენ პრორუსული მიტინგის მონაწილეები, ინფორმაციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ევრომაიდნის მონაწილეები ამთავრებდნენ მშვიდობიან აქციას – „ერთიანი უკრაინისთვის“ და ტოვებდნენ მოედანს. მათ 500-მდე კაცი დაესხა თავს. კორესპონდენტის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს ცივი იარაღიც ჰქონდა. მოგვიანებით მოედანზე მილიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG