Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში უკრაინულ სამხედრო ბაზაზე პრო-რუსული შეიარაღებული დაჯგუფება შეიჭრა


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სავარაუდოდ პრო-რუსულად განწყობილი შეიარაღებული პირები ყირიმში უკრაინულ სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ. დეტალები უცნობია. უკრაინის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები უკრაინელ სამხედროებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ სევასტოპოლთან მდებარე ანტი-სარაკეტო ბაზაზე. ძალადობის შესახებ ცნობები არ არის. უკრაინელი სამხედროები - რომელთა რაოდენობა, გავრცელებული ცნობებით, 100-ს აღწევს - ერთ-ერთ შენობაში არიან გამაგრებული. სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადება - რომ თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა ოცამდეა, ბაზაზე მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც შესასვლელი კარიბჭე რუსულმა სამხედრო სატვირთო მანქანამ შეანგრია. ინციდენტის შესახებ შეკითხვის პასუხად ყირიმის პრო-მოსკოვური ორიენტაციის პრემიერმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ სამხედრო პოსტზე სიმშვიდეა.
XS
SM
MD
LG