Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით, 24:17


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს სძლია ესპანეთის გუნდს ანგარიშით, 24:17. ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგი ეს მატჩი გაიმართა ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე. პირველი ტაიმი ესპანელი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი გამარჯვება მოიპოვა. ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრაც იყო. საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩში ერთ კვირაში თბილისში უმასპინძლებს რუმინეთის ნაკრებს.
XS
SM
MD
LG