Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერი ვაშინგტონში გაემგზავრება


აშშ-ში გაემგზავრება უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი და იქ უკრაინის და რუსეთის ურთიერთობის და ყირიმის საკითხს განიხილავს. ეს იაცენიუკმა დღეს გამოაცხადა. რუსეთი ამ დროს აძლიერებს ზეწოლას ყირიმზე, დღეს უკრაინის კიდევ ერთი სასაზღვრო პუნქტი დიაკავეს რუსეთის სამხედროებმა. უკრაინის პრემიერმა კვირას განაცხადა, რომ მიწის ერთ გოჯსაც არ დაუთმობს რუსეთს უკრაინისას. აშშ-ის სახელმწbფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯონ კერის განუცხადა, რომ ყირიმის ანექსია „დიპლომატიის ყველა არსებულ სივრცეს კეტავს“.
XS
SM
MD
LG