Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“: სირიის ხელისუფლება მოსახლეობას აშიმშილებს


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ სირიის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ამას ომის საწარმოებლად იყენებენ. უფლებების დამცველთა ინფორმაციით, დამასკში მდებარე დევნილთა ბანაკში შიმშილით 128 ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ბანაკში დარჩენილი ათასობით ადამიანი „კატასტროფულ ჰუმანიტარულ კრიზისში“ ცხოვრობს. ბანაკში მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარება გასული წლის ივლისიდან მიმდინარე წლის იანვრამდე იმ მიზეზით არ მიეწოდათ, რომ დაპირისპირებული მხარეები ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბანაკთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
XS
SM
MD
LG