Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი სამშაბათს საჯარო განცხადებას გააკეთებს


ცნობების თანახმად, უკრაინის დამხობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამშაბათს საჯარო განცხადებით გამოვა. მასთან დაახლოებულმა პირებმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს უთხრეს, რომ იანუკოვიჩის გამოსვლა დაგეგმილია სამხრეთ რუსეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში. ეს იქნება მისი სულ მეორე საჯარო გამოსვლა გასულ თვეში უკრაინიდან გაქცევის შემდეგ. პირველ ჯერზე, 28 თებერვალს, იანუკოვიჩმა ასევე დონის როსტოვში განაცხადა, რომ კვლავაც კანონიერი პრეზიდენტია.
XS
SM
MD
LG