Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ არის მემარცხენეობა ყოველთვის „პოპულიზმი“ ანუ რუპორის შიში


ავტორი: სოფო შუბითიძე

არსებობს დაავადებები,რომელთა გამოვლენის სიმპტომი ერთნაირია,მიზეზი კი სხვადასხვა.ხშირად მედიკოსები უშვებენ შეცდომას და გარეგნული ფორმების არევის გამო მცდარ დიაგნოზს სვამენ.ერთ-ერთი მთავარი ბრალდება მემარცხენეების წინააღმდეგ ე.წ.ავსტრიული სკოლიდან ისმის,მის თანახმად სოციალიზმი ამპარტავნულია,ის მიისწრაფვის ძალაუფლებისა და ტოტალიტარიზმისკენ.მას სჭირდება ბელადები ,მორჩილი ადამიანები ერთგვაროვანი, მდარე ღირებულებებით,რომელთა მეშევეობით მანიპულირება ადვილია.მიზეზთა და მიზეზთა გამო მემარცხენეობა ასოცირდება პოპულიზმთან.პოპულიზმი კი საშიში სულაც არაა.ის სიტყვასიტყვით უბრალო ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს,თუმცა ამ ტერმინს დღეს ნეგატიური შეფერილობა უფრო აქვს.

პირველი არგუმენტი ,თუ რატომ არ არის ყველა მემარცხენე პოპულისტი სააზროვნო შეკითხვის ფორმასაც ატარებს.თუ კი სოციალური თემებით დაინტერესება და პროტესტი მოპაექრე დისკურსის მიმდევართა აზრით ნიშნავს მასების თვალში რუპორით გაპიარების მცდელობას და ეს ყოველივე მათი აზრით ყალბია,მაშინ ხომ არ ინგრევა ამით თავად მოწინააღმდეგეთა მთავარი ღირებულება იმის შესახებ რომ ინდივიდია ყველაფერი...რატომ ეშინიათ მათ ამ მანიპულირების,თუკი მიაჩნიათ რომ იდივიდის გონება იმდენად ძლიერია,რომ თავად შეუძლია გამოააშკარავოს ყოველივე და არ აჰყვეს ბელადებს.არსებობს სიმპტომი „რუპორის შიში“,რომელსაც თავისი საფუძვლები აქვს,თუმცა კონსერვატული დუმილი დღეს ალბათ უსამართლობაში თანამონაწილეობის ტოლფასია და მას ისევ რუპორი სჯობს.

შემდეგი არგუმენტი-შეკითხვა შემდეგნარად ჟღერს-თუკი მემარცხენეობა პოპულიზმია მხოლოდ, რატომ არსებობენ ისეთი ადამიანები,რომელთაც თავი გაუწირავთ და რისკზე წასულან ამ იდეის გამო.ისტორიული ფაქტების ანალიზის საშუალება ამ ფორმატში არ გვაქვს,თუმცა დღეს ჩანს რომ არიან ადამიანები,ახალგაზრდები,სტუდენტები და არამარტო ისინი..ადამიანები,რომლებიც თავიანთი სახსრებით კამერების მოლოდინის გარეშე ჩადიან რეგიონებში და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ მშრომელებს.ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა უკვე სოლიდარობაა,ის დღეს ალბათ ფეისბუქ-ლაიქებსაც მოიცავს.
ან მაგალითად სად არის პოპულიზმი და ამპარტავნება,როცა პოლიტიკური ინდოქტრინიზაციისა და ბელადობის გარეშე დღეს კაზრეთის მთელმა მოსახლეობამ შეძლო ერთიანი საპროტესტო ნოტის მობილიზება !..საზოგადოების იმ ნაწილმა,რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებული აკადემიურ-ინტელექტუალური მანერების შემსწავლელ „ სალონებს“ ...კაბინეტის თეორეტიზმი ამას ცხადია ვერ ახსნის..
რეაქციული გულგრილობა,კონსერვატიული ნიჰილიზმი თუ რუპოროფობია,დღეს ალბათ მოგვიტანს უფრო ცუდს,ვიდრე კარგს,ვინაიდან პრობლემა ყველასათვის საერთოა,მას იდეოლოგიური შკალის ნებისმიერ წერტილში მყოფი თავისუფლად ხედავს და აღიარებს კიდეც,თუმცა აღიარებს ჩუმად,ფეისბუქის ჩატებში ან მაქსიმუმ საუნივერსიტეტო აუდიტორიაში.მოქმედება კი არ ჩანს ,ალბათ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი (მემარჯვენეები) გაღმა მხარის „ისტები“ არიან,ჩვენი (მემარცხენეები) კი გამოღმა მხარის,ცენტრიზმი,კი რომელიც აპრიორ ხიდის როლში უნდა გვევლინებოდეს ხშირად სამეცნიერო ჟურნალებში რეფერირებადი შეფასებებით იჩენს თავს.თუმცა მაინც იჩენს,ცოტას…

არ მაქვს პრეტენზია აქ გამოთქმული აზრის ყოვლისმომცველობის და ბუნებრივია მასში ყველა იდეოლოგიის მიმდევარსაც ვერ გავაერთიანებ,მხოლოდ საინტერესო იქნებოდა იმ გაღმა მხარის პასუხი,რომელიც ასე დაფარულია,პასუხი არა მთავრობის,ან ორგანიზაციების ან პარტიების მიერ,არამედ ნებისმიერი გაღმამხრელის..პასუხი ხიდის მშენებლობის შესახებ .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG