Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიიღებს არსენი იაცენიუკს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში მიიღებს უკრაინის პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკს. როგორც დაგეგმილია, შეხვედრაზე ისინი განიხილავენ უკრაინაში არსებული კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზებს და ისაუბრებენ დახმარების შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინისთვის გასწევს. თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა ასევე განიხილებოდეს, როგორც სიგნალი რუსეთისთვის, რომ „თეთრი სახლი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, უკრაინელ ხალხსა და უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას“. კარნის სიტყვებით, შეერთებული შტატების მიზანია, ყირიმში განვითარებული კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად გადაწყდეს და მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს ყველა შესაძლებლობა, არ გაამწვავოს ნახევარკუნძულზე სიტუაცია და ამით თავიდან აიცილოს შექმნილი კრიზისის გამო უფრო ძვირი საფასურის გადახდა.
XS
SM
MD
LG