Accessibility links

logo-print
13 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც შობადობა შემცირებულია, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარი, ხოლო ბარში 150 ლარი იქნება. პირველ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება ექვს რეგიონს შეეხება. პარალელურად იქმნება დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია. კომისიამ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა. შეუწყობს თუ არა ხელს აღნიშნული ინიციატივა საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას? იგეგმება თუ არა სამომავლოდ სხვა ინიციატივები?
XS
SM
MD
LG