Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ამზადებს რუსი ოფიციალური პირების სიას მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებისათვის


ცნობების თანახმად, ევროკავშირმა შეადგინა რუსი ოფიციალური პირების სია ყირიმის კრიზისის გამო სანქციების მზადებასთან დაკავშირებით. როგორც იუწყებიან, სიაში შეყვანილია 120-დან 130-მდე ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ევროპის ვიზებზე უარი და საბანკო ანგარიშების გაყინვა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებზე მითითებით იუწყება, რომ მომზადებულია ხუთგვერდიანი სია. მასში შეყვანილ პირებს შორის არიან რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები, მათ შორის გენერლები. გერმანიის გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, სანქციები შეეხება, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ივანოვს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რამდენიმე მრჩეველს. ევროკავშირი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების ორშაბათის შეხვედრამდე იმსჯელებს სიის შესახებ.
XS
SM
MD
LG