Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სიკვდილი მიუსაჯეს „მუსლიმთა საძმოს“ 529 წევრს


ეგვიპტეში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის პარტია „მუსლიმთა საძმოს“ 529 წევრს. დაცვის წარმომადგენლის, ადვოკატ აჰმად ალ-შარიფის განცხადებით, მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის აგვისტოში დემონსტრაციების დროს პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციელის მკვლელობის ბრალდებებით. მსჯვარდებულთა ნაწილი დაუსწრებლად გაასამართლეს. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG