Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილის დასაკითხად დაბარების გამო


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარების გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მისი განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ ბევრი საქმის გამოძიების ერთდროულად დაწყება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშსწორების ლეგიტიმურ ეჭვს წარმოშობს განსაკუთრებით მაშინ, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. “როგორც ეს თებერვალში განვიხილეთ უმაღლეს დონეზე, ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტისას, აშშ საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყნის ენერგია მიმართონ ძლიერი ეკონომიკის, მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სწრაფი პროგრესისკენ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG