Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის 13 მოქალაქეს


რუსეთმა სანქციები დაუწესა 12 კანადელ პოლიტიკოსსა და კანადელ უკრაინელთა კონგრესის პრეზიდენტს იმ ზომების საპასუხოდ, რომლებიც კანადის მთავრობამ შემოიღო რუსეთის 14 მოქალაქისა და ერთი ბანკის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამოაქვეყნა სანქცირებულთა სია, რომელშიც შედიან კანადის პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტარები და კანადელ უკრაინელთა კონგრესის პრეზიდენტი, პოლ გროდი. მათ აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. კანადის მიერ სანქციების დაწესება მოჰყვა ყირიმში რუსეთის შეჭრას. კანადა მსოფლიოში მესამე ქვეყანაა ეთნიკური უკრაინელების რაოდენობით.
XS
SM
MD
LG