Accessibility links

ობამას აზრით, უკრაინის საკითხში „რუსეთი მარტოა“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედება არ ეხება მარტო ერთ ქვეყანას. რასაც მოსკოვი აკეთებს, ეხება იმას, თუ როგორი გვინდა იყოს ევროპა, როგორი გვინდა იყოს მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთო - აღნიშნა ობამამ. მან უკრაინის კრიზისზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბარაკ ობამას თქმით, უკრაინის საკითხში „რუსეთი მარტოა“. მან ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და ევროპას შორის ძლიერ კავშირზე, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ. „თუ რუსეთი განაგრძობს თავის ამჟამინდელ კურსს, იზოლაცია გაღრმავდება, სანქციები გამკაცრდება და სულ უფრო მძიმე შედეგები მოელის რუსეთის ეკონომიკას“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG