Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ხედავს დნესტრისპირეთში „პროვოკაციების“ საფრთხეს


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი იურიე ლეანკა აცხადებს, რომ არსებობს დნესტრისპირეთში „პროვოკაციების“ საფრთხე. ლეანკას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის შემდეგ შესაძლოა, არსებობდეს მოლოდინი მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონშიც, რომელსაც ნატო მიიჩნევს მოსკოვის შესაძლო, მორიგ სამიზნედ. რუსულენოვანმა დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა. 1992 წელს მოლდავეთსა და სეპარატისტებს შორის მოკლე ომის შემდეგ, დაპირისპირებაში სეპარატისტების მხარეს ჩაერთნენ რუსი სამხედროები.
XS
SM
MD
LG