Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი გამოდის უკრაინის რეგიონების სტატუსზე რეფერენდუმისაკენ მოწოდებით


უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს რეფერენდუმი „უკრაინაში შემავალი თითოეული რეგიონის სტატუსზე“. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, მან მიიღო იანუკოვიჩის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს რეფერენდუმისაკენ მოწოდებას. იანუკოვიჩი თებერვალში გაიქცა უკრაინიდან, რის შემდეგაც რუსეთში იმყოფება. მოსკოვი მას მიიჩნევს უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იანუკოვიჩის აზრით, უკრაინის ამჟამინდელი ლიდერების გეგმამ, რომელიც მაისში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, შესაძლოა, ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმს შეუძლია უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
XS
SM
MD
LG