Accessibility links

logo-print

ავღანეთში საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინას დაესხნენ თავს


თალიბანის ექსტრემისტებმა ყუმბარებით და ავტომატური იარაღით იერიში მიიტანეს ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინაზე, რომელიც გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებითაა დაცული. შეიარაღებული პირები ქალებად იყვნენ გადაცმული და ამ გზით შესძლეს ახლოს მდებარე შენობაში შეღწევა, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიის შენობას გაუხსნეს ცეცხლი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. კომისიის შენობა ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს. როგორც იუწყებიან, აეროპორტმა დროებით თვითმფრინავების მოძრაობა შეწყვიტა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთში ერთ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG