Accessibility links

პაკისტანში სისხლიანი თავდასხმა მოხდა


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ყუეტაში აფეთქება მოხდა, რომელმაც ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი და 15 ადამიანის დაიჭრა გამოიწვია. როგორც პოლიციამ აცნობა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, ბომბი რიქშაში იყო დამონტაჟებული. იერიშის სამიზნე, სავარაუდოდ, სამხედრო დაჯგუფების მანქანები იყო. დაჭრილებს შორის ამ დაჯგუფების სამი ჯარისკაცია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ყუეტა ბალუჩისტანის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც ირანს და ავღანეთს ესაზღვრება. ამ ღატაკ პროვინციაში ხშირია ძალადობის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG