Accessibility links

logo-print

ქაბულში შეტაკებას ექსტრემისტები ემსხვერპლნენ


ქაბულში თალიბანის ხუთმა ექსტრემისტმა ყუმბარებით და ავტომატური იარაღით მიიტანა იერიში ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინაზე, რომელიც დაცული იყო უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით. შეიარაღებული პირები ქალებად გადაცმულები იყვნენ და იქვე ახლოს მდგარ შენობაში მოახერხეს შეჭრა, საიდანაც კომისიის შტაბ-ბინას გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის შეტაკებამ რამდენიმე საათი გასტანა. ბოლოს ყველა ექსტრემისტი მოკლული იქნა. არის ცნობები ორი პოლიციელის დაჭრის შესახებ. იერიშზე თავდასხმა თალიბანმა იკისრა. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ერთ კვირაში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG