Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები: ახალი სანქციებისთვის მზადყოფნაა საჭირო


ევროპის კავშირის საგარო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც საბერძნეთში გაიმართა, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ყირიმის მიტაცების გამო რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებისთვის, მაგრამ ახლა არ არის დროს დამატებითი ზომებისთვის. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა თქვა, რომ ევროპა არ უნდა მოეშვას, რომ ვითარება სახიფათოა, რადგან რუსეთს ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული უკრაინის საზღვართან. თუმცა ჰეიგმა იქვე თქვა, რომ ახლა ეკონომიკური სანქციების დრო ჯერ არ დამდგარა. იგივე განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანს ტიმერმანმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთისგან მოველით დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც მიგვიყვანს იმ აზრამდე, რომ რუსეთსაც სურს ვითარების განმუხტვაო. ეუთოს მეთვალყურების თაობაზე თანხმობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ისიც, რომ რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილაპარაკეს, მაგრამ ამით არ უნდა დამთავრდესო, განაცხადა შტაინმაიერმა, რომლის აზრით, უნდა შეიქმნას საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც უკრაინა და რუსეთი იქნებიან წარმოდგენილი სხვებთან ერთად, რათა ღია დისკუსია შედგეს.
XS
SM
MD
LG