Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: განვაგრძობთ რუსეთთან დიალოგს, რათა განელდეს ყირიმის გამო დაძაბულობა


ათენში გამართულ შეხვედრაზე ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ განაგრძობენ რუსეთთან დიალოგს, რათა განელდეს დაძაბულობა, რომელიც მოსკოვის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად წარმოიშვა. მაგრამ მინისტრებმა კვლავ გაიმეორეს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთისთვის სხვა სანქციების დაწესებისთვის, თუკი მოსკოვი განაგრძობს რეგიონისთვის საფრთხის შექმნას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს რუსეთთან კონსულტაციებს მაშინ, როცა ბლოკი ივნისში აპირებს მოლდავეთთან და საქართველოსთან სავაჭრო და პოლიტიკური ხელშეკრულებების ხელმოწერას. ზოგიერთმა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, თუ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამაზე რუსეთს. უკრაინასთან გაზის ფასებზე დავის თაობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ რუსეთის ინტერესებში არაა, ესაზღვრებოდეს ნგრევის გზაზე მყოფ სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG