Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომსკის ოლქში საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


ომსკის ოლქში, სოფელ კონეზავოდსკში, საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - იტყობინება საგანგებო ვითარებათა სამინისტროს რეგიონული სამმართველო. საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ ორი დაღუპულის - ხნიერი ცოლ-ქმრის - გვამები. მანამდე პირველ და მეორე სართულებზე ნანგრევების გაწმენდისას იპოვეს სამი ადამიანის - მამაკაცისა და ორი ქალის - გვამები. საავადმყოფოში რჩება ცხრა დაზარალებული. მათგან სამი, რომელთა შორის ერთი ბავშვია, - რეანიმაციაში. ორსართულიანი 12-ბინიანი სახლის აფეთქება მოხდა კვირას, ადგილობრივი დროით შვიდის საათისთვის.
XS
SM
MD
LG