Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა განაახლა თბილისის იუსტიციის სახლმა


თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა 7 აპრილს, 09:00 საათიდან განაახლა. როგორც "ინტერპრესნიუსი" იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დღეიდან მომხმარებელს 300-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა ტრადიციულად თბილისის იუსტიციის სახლში ექნება. ამასთან, მუშაობა შეწყვიტა სამმა დროებითმა ფილიალმა, რომლებიც იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იყო გახსნილი. "იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოები სახურავის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღე, 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG