Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის უფლებამოსილების ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ, რომელიც სტრასბურგში 7-11 აპრილს გაიმართება. "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, ამის შესახებ ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოს წესდების თანახმად, ასამბლეის პლენარულ სესიაზე პარლამენტარების მიერ მოწოდებული ის რეზოლუციები უნდა განიხილებოდეს, რომლებიც არსებულ კრიტერიუმებს შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში, სავიცკის თქმით, მოთხოვნა რამდენიმე საპარლამენტო ჯგუფიდან შემოვიდა, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეაში არიან წარმოდგენილი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ასამბლეას არა აქვს სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მოცემული საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს. საკითხის განხილვის ზუსტი დრო დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრება. ვოიცეხის აზრით, სავარაუდოდ, რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციების საკითხის განხილვა 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში მოხდება.
XS
SM
MD
LG