Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. თავად ორბანმა გამარჯვების შესახებ მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი გახდა ყველაზე ერთიანი ერი ევროპაში. მისი სიტყვებით, ეს აჩვენა არჩევნებმა. მისი სიტყვებით, ამომრჩევლებმა უარი უთხრეს სიძულვილსა და ევროკავშირიდან გამოსვლას: „მათ დამტკიცეს, რომ უნგრეთის ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ მხოლოდ ძლიერი ნაციონალური ხელისფლების პირობებში“, - განაცხადა ორბანმა. ხმათა 60 პროცენტის დათვლის შემდეგ, პარტია „ფიდესი“ უნგრეთის პარლამენტში არსებული 199 ადგილიდან 134-ს იკავებს.
XS
SM
MD
LG