Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: „მყარი მტკიცებულებები“ ცხადჰყოფს უცხოეთის გავლენას აღმოსავლეთ უკრაინაზე


აშშ-ის განცხადებით, არსებობს „მყარი მტკიცებულებები“, რომ მოსკოვის მომხრე ზოგი დემონსტრანტი, რომელიც მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო შენობების დაპყრობაში, „ფულს იღებს და არ არის ადგილობრივი მოსახლე“. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ. მას არ დაუკონკრეტებია, მიაჩნია თუ არა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, რომ რუსეთი მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში ბოლოდროინდელი აქციების დაფინანსებასა და ორგანიზებაში. მაგრამ ვაშინგტონში 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, კარნიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი „შეშფოთებულია უკრაინაში ესკალაციის გამომწვევი რამდენიმე სამხედრო ზომით“ და ამ პროცესს მიიჩნევს უკრაინაზე „რუსეთის გაძლიერებული ზეწოლის“ შედეგად. კარნი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მიმართავენ რუსეთის წინააღმდეგ სხვა ზომებსაც, გარდა სანქციებისა, რომლებიც ვაშინგტონმა უკვე დააწესა, თუ მოსკოვი გადადგამს მორიგ ნაბიჯებს უკრაინის სუვერენიტეტის დასარღვევად, გასულ თვეში ყირიმის ანექსიის შემდეგ.
XS
SM
MD
LG