Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნავენ 9 აპრილის ტრაგედიის 25-ე წლისთავს


25 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა 1989 წლის 9 აპრილს, ღამით დაარბიეს რუსთაველის გამზირზე. დაიღუპა 21 ადამიანი. მათ ხსოვნას საქართველოს ქალაქებში მდებარე მემორიალებთან მიაგეს დღეს პატივი ქვეყნის მოქალაქეებმა. თბილისში პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს საზოგადოების, ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიისა და სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციებმა. „9 აპრილი იქცა თავისუფლებისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლოდ და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ხსოვნას იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავი შესწირეს სწორედ ამ ბრძოლას“, - განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG