Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აცხადებს, რომ მისი ფოტომასალა სწორად ასახავს რეალობას უკრაინის საზღვართან


ნატოს განცხადებით, სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც მან გამოაქვეყნა, მართლაც ასახავს რუსეთის ჯარების თავმოყრას უკრაინის საზღვართან. ევროპაში ალიანსის შეიარაღებული ძალების შტაბბინამ 11 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ გამოსახულებები ზუსტია - ფოტოები გადაღებულია წელს, მარტის მიწურულს და აპრილის დასაწყისში. ნატომ გაავრცელა იმავე რეგიონის ამსახველი მეტი ფოტოსმასალაც. ალიანსის შეფასებით, უკრაინის საზღვართან თავმოყრილია 35 000-დან 45 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნატოს მიერ 10 აპრილს გავრცელებული სატელიტური გამოსახულებები ასახავს არა ამჟამინდელ ვითარებას, არამედ 2013 წლის აგვისტოს სამხედრო წვრთნებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს სოფიაში ვიზიტისას მოუწოდა მოსკოვს სასაზღვრო რეგიონიდან თავისი ჯარების გაყვანისაკენ და დასავლეთთან „გულახდილი“ დიალოგის დაწყებისაკენ.
XS
SM
MD
LG