Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება აქცია-კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას"


თბილისში იმართება აქცია-კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, რომლის მონაწილეებიც გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. აქცია-კონცერტს წინ უსწრებდა თბილისშივე, საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის შენობასთან გამართული მშვიდობიანი აქცია „არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“ აქციის ორგანიზატორ საზოგადოება „ივერიის“ განცხადებით, შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის არის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის კონტროლზე აყვანისა და „აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის“ სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენების აკრძალვის შესახებ.
XS
SM
MD
LG